|
2025-02-24 11:58:29, 479 ნახვა
მსოფლიო
ავსტრალიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი გამოაცხადა
ავსტრალიამ, უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად, რუსეთთან დაკავშირებულ 70 ფიზიკური პირსა და 79 ორგანიზაციას სანქციები დაუწესა, - ინფორმაციას ავსტრალიის მთავრობა ავრცელებს. „სამი წლის განმავლობაში უკრაინა გაბედულად ეწინააღმდეგება რუსეთის უკანონო და ამორალურ აგრესიულ ომს. ავსტრალია აგრძელებს უკრაინის გვერდით დგომას. ავსტრალიამ პირველივე დღიდან ცხადყო, რომ რუსეთს და მათ, ვინც ხელს უწყობს მის უკანონო შეჭრას, შედეგები ემუქრება. დღეს ავსტრალიის მთავრობამ დაუწესა დამატებითი მიზანმიმართული ფინანსური სანქციები და ქვეყნის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა 70 ფიზიკურ პირს, 79 ორგანიზაციას კი - მიზნობრივი ფინანსური სანქციები. ეს არის ავსტრალიის ყველაზე დიდი სანქციების პაკეტი 2022 წლის თებერვლის შემდეგ“, - აღნიშნულია ინფორმაციაში. ავსტრალიის მთავრობაში აცხადებენ, რომ ახალი სანქციების სამიზნეს წარმოადგენენ პირები, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის არალეგიტიმურ ადმინისტრაციას აღმოსავლეთ უკრაინასა და ყირიმში, „მათ შორის ე.წ. „მინისტრები“, მოსამართლეები და პროკურორები, აგრეთვე პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კონფლიქტთან დაკავშირებულ სექსუალურ ძალადობასა და უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციაზე“. „სანქციები ასევე ეხება იმ პირებსა და ორგანიზაციებს, რომლებიც მონაწილეობენ რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავებაში. სანქცირებულებს შორის არიან რუსეთის თავდაცვის, ტრანსპორტისა და ფინანსური სექტორის წარმომადგენლები და ის პირები, რომლებიც ავრცელებენ დეზინფორმაციას უკრაინისა და სხვადასხვა ქვეყნების მთავრობების ძირის გამოთხრის მიზნით“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)