|
2016-03-09 16:59:30, 672 ნახვა
საზოგადოება
„რა გაწუხებთ?“ არის მცდელობა, სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები”
ჯანდაცვის სამინისტროსა და „გლობალ ალიანსის“ ერთობლივ ინიციატივას - „რა გაწუხებთ?“ ეხმაურება პარლამენტარი, „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრი ვახტანგ ხმალაძე: „იმის ცოდნა, რა არის მოსახლეობისთვის მთავარი პრობლემები, მნიშვნელოვანია, რათა სწორად დაიგეგმოს, სამომავლოდ, სად, რა და რა მოცულობით უნდა გაკეთდეს. მოდით, ასე ვთქვათ, შესაძლებლობებსაც აქვს ზღვარი. სახელმწიფოს შეუძლია გარკვეული რაოდენობის სამუშაოს შესრულება, გნებავთ, ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, გნებავთ, ფინანსურის. როგორც წესი, საჭიროება ყველგან და ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე ამ სურვილების დაკმაყოფილების შესაძლებლობა. ამიტომ უნდა გაკეთდეს პრობლემების, მოთხოვნების, აუცილებლობის სწორი იდენტიფიცირება. არის რაღაც, რაც პრიორიტეტული უნდა იყოს, რადგან მეტ საფრთხეს შეიცავს. ასეთი გამოკითხვა იმის მცდელობაა, რომ მოხდეს იდენტიფიცირება და სწორად განისაზღვროს პრიორიტეტები“. ხმალაძე ასევე აცხადებს, რომ მნიშვნელოვანია, ინიციატივაში ბევრმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა, რათა შედეგი სარწმუნო იყოს: „სასურველი შედეგი იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ კი მოპასუხეთა რიცხვი კრიტიკულ რაოდენობაზე მეტი იქნება. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, თუ ამ ინიციატივაში მონაწილეობა მხოლოდ ასმა კაცმა მიიღო, შედეგებს არ ექნება სანდოობის მაღალი ხარისხი. ამიტომ ბევრმა ადამიანმა უნდა თქვას, რა აწუხებს, რათა შეგვეძლოს ვთქვათ, რომ სტატისტიკურად სარწმუნო შედეგი გვაქვს“. სოციალური აქციის მიზანია, მოსახლეობის საჭიროებების გამოვლენა. ინიციატივას დადებითად აფასებს და მნიშნელოვანს უწოდებს მსახიობი დიმა ჯაიანი: „რა გაწუხებთ?“ უდიდესი მნიშვნელობის ინიციატივაა. როგორც ვიცი, ახალი წამოწყებაა და დიდი იმედი მაქვს, პროექტი წარმატებით მოიკიდებს ფეხს და განვითარდება“. მსახიობი ზოგადად ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დადებითად აფასებს სტრუქტურის საქმიანობას და მიღწევებს: „მგონია, რომ ყველაზე დიდი მიღწევა ჩვენს ქვეყანაში ჯანდაცვის სამინისტროს და ბატონ სერგეენკოს აქვს. იდეალური ვარიანტია, როგორი უნდა იყოს მინისტრი. ამიტომ, მათი ყოველი წამოწყება გარკვეული ინოვაცია და ახლისკენ გადადგმული ნაბიჯია. მე მხოლოდ მივესალმები ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობას, რადგან მიმაჩნია, რომ ისინი აკეთებენ საქმეს, რაც წარმატებული ხვალინდელი დღისათვის აუცილებელია“.
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
ბულგარეთის პრორუსულმა პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ვეტოს დაადებს ევროკავშირის ახალ სანქციების პაკეტს რუსეთის წინააღმდეგ.
აშშ-ის საზღვაო ძალებმა ირანის საზღვაო ბლოკადა დაასრულეს
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)