|
2025-02-23 13:32:08, 437 ნახვა
მსოფლიო
Bloomberg - უკრაინამ უარყო აშშ-ის მიერ ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია
უკრაინის ხელისუფლებამ აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ შეთავაზებული ბუნებრივი რესურსების შეთანხმების ახალი ვერსია უარყო, რომელიც ვაშინგტონისთვის 500 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების რესურსების გადაცემას ითვალისწინებდა, - ინფორმაციას Bloomberg-ი უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. მანამდე, ამერიკულმა გამოცემა The New York Times-მა დაწერა, რომ აშშ-სა და უკრაინას შორის რესურსების შესახებ შეთანხმების ახალი ვერსიის თანახმად, მიღებული შემოსავალი უნდა გაიგზავნოს ფონდში, სადაც აშშ 100%-ს მიიღებს. კიევს სთხოვენ ფონდში წვლილის შეტანას მანამ, სანამ ის 500 მილიარდ დოლარს არ მიაღწევს, რასაც აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ამერიკული დახმარების სანაცვლოდ ითხოვს. უკრაინელმა ოფიციალურმა პირმა Bloomberg-ს განუცხადა, რომ კიევი აშშ-ის მოთხოვნებს ეწინააღმდეგება. მისი თქმით, უკრაინის შეფასებით, შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარება 90 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. წყაროს ინფორმაციით, კიდევ ერთი დაბრკოლება აშშ-ის მხრიდან მომავალი სამხედრო და ფინანსური დახმარების გარანტიების არ არსებობაა.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)