17:45 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 16:41:16, 630 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - კრემლს არ მიაჩნია, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პრორუსული პოზიცია დაიკავა

კრემლში არ მიიჩნევენ, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ პრორუსული პოზიცია დაიკავა.

უკრაინასთან დაკავშირებით ვაშინგტონში გაკეთებულ განცხადებებზე კრემლში აღნიშნავენ, რომ „ბევრი მშვიდად ვერ აკვირდება უკრაინის ხელმძღვანელობის სურვილს, ხელი შეუშალოს სამშვიდობო მოლაპარაკებებს“.

როგორც რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, კრემლი ეთანხმება ტრამპის ადმინისტრაციას იმაში, რომ უკრაინაში ომის „მშვიდობიანი გზებით“ დარეგულირება არის სასურველი.

„ნათელია, რომ ცოტას შეუძლია, გულგრილი დარჩეს იმ ყველაფრის მიმართ, რაც კიევის რეჟიმის ირგვლივ ხდება, რომელიც გამორიცხავს სამშვიდობო მოლაპარაკებების შესაძლებლობას და არ სურს მშვიდობის უზრუნველყოფაში მონაწილეობის მიღება. რა თქმა უნდა, ვინაიდან ბევრი არ რჩება გულგრილი, ეს აისახება ძალიან ემოციურ განცხადებებში“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics