17:45 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-21 14:57:23, 496 ნახვა

მსოფლიო
ჯო უილსონი ეუთოს სხდომაზე - საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები

საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები ­და დაიცვას თავისი მოქალაქეების ფუნდამენტური უფლებები, - ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა, ჯო უილსონმა ეუთოს სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შემაშფოთებელია საქართველოში ჩატარებული გაყალბებული არჩევნები საქართველოში და რეპრესიები, რომელიც გაყალბებულ არჩევნებს მოჰყვა.

„საქართველოს დე ფაქტო რეჟიმი თბილისში არღვევს ეუთოს ვალდებულებას, ჩაატაროს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და დაიცვას თავისი მოქალაქეები. შედეგად, მოვუწოდებ ჩემს კოლეგებს, დაჟინებით მოითხოვონ ახალი არჩევნები საქართველოში და უარი თქვან რეგულარულ ურთიერთობაზე „ქართული ოცნების“ დიქტატურასთან. „ქართული ოცნების“ დღევანდელი დელეგაცია არალეგიტიმურია და არ არის არჩეული თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში, როგორც ეს დადგენილია დამკვირვებლების მიერ მთელ მსოფლიოში“, - აღნიშნა ჯო უილსონმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics