|
2025-02-21 08:46:27, 532 ნახვა
მსოფლიო
ისრაელში სამი ავტობუსში აფეთქდა - პოლიცია სავარაუდო ტერორისტულ თავდასხმაზე საუბრობს
ისრაელის ქალაქებში, ბათ-იამსა და ხოლონში, ავტოსადგომებზე სამი ავტობუსი აფეთქდა. აფეთქების დროს ავტობუსებში არავინ იმყოფებოდა, - ინფორმაციას The Times of Israel-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პოლიცია აცხადებს, რომ მომხდარი სავარაუდო ტერორისტული თავდასხმა იყო. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად არავინ დაშავებულა. პოლიციამ განაცხადა, რომ მათ გაანეიტრალეს ორი სხვა ასაფეთქებელი მოწყობილობა ახლომდებარე ავტობუსებში. მედიის ცნობით, ეს მოწყობილობები ჰოლონში აღმოაჩინეს და თითოეულში 5 კილოგრამი ასაფეთქებელი ნივთიერება იყო. პოლიციაში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს ეჭვმიტანილების ძებნა. პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, პრემიერი მუდმივ განახლებებს იღებს სიტუაციის შესახებ და მან ისრაელის თავდაცვის ძალებს „დასავლეთ სანაპიროზე ტერორისტული უჯრედის წინააღმდეგ მასიური ოპერაციის განხორციელება დაავალა“.
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
ბიზნესმენ ირაკლი რუხაძის რუსთავის ფოლადმა არმატურის ბიზნესი გაყიდა
პოლიციამ ბათუმში ორი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე 2 პირი დააკავა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ქუთაისში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)