|
2025-02-19 16:05:15, 563 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი - რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები, კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს
რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები, კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომების გამკაცრებით, იმპორტსა და ექსპორტზე ახალი აკრძალვების შემოღებით და პუტინის „ჩრდილოვან ფლოტზე“ სანქციების დაწესებით, ჩვენ რუსეთის სამხედრო მანქანის „ფარულ კარს“ ვხურავთ. კრემლი ჩვენს სიმტკიცეს ვერ გატეხს“, - წერს კაია კალასი. ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი კრემლზე ზეწოლის გაგრძელებისთვის მზად არის. „სანქციების მე-16 პაკეტის შესახებ შეთანხმებას მივესალმები. ევროკავშირი პუტინის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ხომალდების მიზანში ამოღებით სანქციებისთვის გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს კიდევ უფრო ამკაცრებს და იმპორტსა და ექსპორტზე ახალ აკრძალვებს აწესებს“, - აღნიშნავს ურსულა ფონ დერ ლაიენი. ცნობისთვის, დღეს, ევროკავშირის ელჩები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდნენ.
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
რუსეთი აფხაზეთის ე.წ საზღვარზე საკონტროლო-გამშვები პუნქტის ფეხით მოსიარულეთა მონაკვეთს გააკეთებს
Tv pirveli: ირაკლი ღარიბაშვილთან ციხეში ადვოკატის სახელით მისი ცოლის და შევიდა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)