|
2025-02-19 12:07:49, 515 ნახვა
მსოფლიო
სენატორი უიკერი - პუტინმა ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი
ჟურნალისტის კითხვაზე, შეიძლება თუ არა მოლაპარაკებებზე ვლადიმირ პუტინისადმი ნდობა, აშშ-ს რესპუბლიკელმა სენატორმა და შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარემ, როჯერ უიკერმა უპასუხა, რომ: "არა, პუტინი ომის დამნაშავეა და ციხეში უნდა გაატაროს დარჩენილი ცხოვრება, თუ სიკვდილით არ იქნება დასჯილი". უიკერმა, რომელიც ასევე აშშ-ს ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარეა, კომენტარი გააკეთა იმ ფაქტზეც, რომ რუსეთსა და აშშ-ს შორის საუდის არაბეთში გამართულ მოლაპარაკებებს ევროპა და უკრაინა არ ესწრებოდნენ: "არ ვიცი რა სქემაა ეს. შესაძლოა, ამ ყველაფერს გარკვეული მეთოდი აქვს", თუმცა დაამატა, რომ საბოლოო ჯამში მოლაპარაკებების მაგიდაზე უკრაინაც უნდა იყოს, რათა "სამართლიანი შედეგი" დადგეს. "ვლადიმირ პუტინმა დაარღვია საერთაშორისო სამართლის ყველა პრინციპი და მას ბრალი უნდა წაუყენონ, გაასამართლონ და დააპატიმრონ, და შესაძლოა, სიკვდილით დასაჯონ კიდეც". - დაამატა მან. NATO-ს ალიანსის სიძლიერესთან დაკავშირებით უიკერმა აღნიშნა, რომ მისი აზრით, "საუკეთესო გზა ევროპული ომის თავიდან ასარიდებლად, რაშიც საბოლოოდ ჩართვა აშშ-საც მოუწევს, არის ის, რომ უზრუნველყოფილი იყოს 70 წლის მანძილზე ევროპაში არსებული კანონის უზენაესობის აღსრულება და დაცვა. ამიტომ გვაქვს NATO. ამიტომ არსებობს ევროკავშირი".
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
ახალი სასკოლო ფორმების გაყიდვა საქართველოში 1 სექტემბერს დაიწყება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)