17:40 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 13:42:06, 592 ნახვა

პოლიტიკა
გოკა გაბაშვილი კალაძეს: თქვენ იტყუებოდით, თუ აზერბაიჯანი?!

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გოკა გაბაშვილის განცხადებით, მთავრობა  საქართველოს  დამატებითი ბუნებრივი აირით უზრუნველყოფასთან  დაკავშირებით „სხვადასხვა ტყულს თხზავდა“.

ამის შესახებ გაბაშვილმა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტებისა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის გაერთიანებული სხდომაზე განაცხადა, სადაც კახა კალაძეს უსმენენ.

„კონკრეტულად, 20 ოქტომბერს თქვენ განაცხადეთ, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია დამატებითი რესურსების გამოყოფა საქართველოსთვის და საქართველოს მოთხოვნის დაკმაყოფილება. მომყავს თქვენი ციტირება „თუ რატომ არ აქვს აზერბაიჯანს დამატებითი მოცულობა, ალბათ აჯობებს ეს კითხვა აზერბაიჯანს დაუსვათ“.

23 ოქტომბერს „სოკარი“ ოფიციალურად აცადებს და უარყოფს თქვენს გამოთქმულ ვერსიას და პირდაპირ ამბობს, „აზერბაიჯანულ მხარეს ბუნებრივი აირით მთელი საქართველოს მომარაგება შეუძლია“. გაუგებარია, რა სტილის მოლაპარაკება გქონდათ ჩვენს პარტნიორებთან, როცა თქვენ 20 ოქტომბერს აცხადებთ, რომ აზერბაიჯანს არ შეუძლია საქართველოს მომარაგება და ფაქტობრივად,  ხატავთ სურათს, რომ გამოუვალ მდოგმარეობაში ხართ, თუ არ იყიდით რუსულ გაზს და 23 ოქტომბერს აზერბაიჯანი თქვენი განცხადების უარყოფას ახდენს. 20–დან 23 ოქტომბრამდე ვინ იტყუებოდა, თქვენ - კახი კალაძე და საქართველოს მთავრობა, თუ აზერბაიჯანი?!“, – მიმართა გოკა გაბაშვილმა ენერგეტიკის მინისტრ კახი კალაძეს. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
სატვირთოს მძღოლი, რომელიც რკინის კონსტრუქციებში მოყვა, დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics