21:04 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-17 14:14:27, 429 ნახვა

მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - აშშ-ის წარმომადგენლებს საუდის არაბეთში სერგეი ლავროვი და იური უშაკოვი შეხვდებიან

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი და რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწე, იური უშაკოვი სამშაბათს ერ-რიადში აშშ-ის წარმომადგენლებს შეხვდებიან, - რუსული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ლავროვი და უშაკოვი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით ერ-რიადში დღეს გაემგზავრებიან.

„მოსალოდნელია, რომ სამშაბათს ერ-რიადში ისინი ამერიკელ კოლეგებთან გამართავენ შეხვედრას, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, დაეთმობა რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების მთელი კომპლექსის აღდგენას“, - განაცხადა პესკოვმა.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საუდის არაბეთში ჩავიდა. მედიის ინფორმაციით, რუსეთის დელეგაციასთან შეხვედრას, რუბიოს გარდა, აშშ-ის მხრიდან ასევე დაესწრებიან თეთრი სახლის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მაიკ უოლცი და აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ახლო აღმოსავლეთში სტივ უიტკოფი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics