|
2025-02-17 11:42:41, 480 ნახვა
მსოფლიო
რუსეთში ნავალნის გარდაცვალების წლისთავისადმი მიძღვნილ მიტინგებზე 26 ადამიანი დააკავეს
16 თებერვალს ალექსეი ნავალნის ციხეში სიკვდილიდან ერთ წელი გავიდა. ოპოზიციონერის მოსაგონებლად რუსეთის ქალაქებში მოქალაქეები შეიკრიბნენ. რამდენიმე ათასი ადამიანი, მათ შორის დაღუპული პოლიტიკოსის მშობლები, მოსკოვში, ნავალნის საფლავზე შეიკრიბნენ. ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაცია ОВД-Инфо-ს ინფორმაციით რუსმა სამართალდამცავებმა 26 მომიტინგე დააკავეს. ყველაზე მეტი, 10 ადამიანი დააკავეს ნოვოსიბირსკში, 3-3 ადამიანი - მოსკოვსა და უფაში, 2 მომიტინგე - ვორონეჟში. გარდა ამისა, მომიტინგეები დააკავეს ბელგოროდში, ეკატერინბურგში, ნიჟნი ვოლგოროდში, პერმში, სანქტ-პეტერბურგში, უხტაში, ულიანოვსკსა და ჩელიაბინსკში. ОВД-Инфо-ს ინფორმაციით უფორმო შსს-ს თანამშრომლებმა სხვა მომიტინგეებს ფოტოები და ვიდეოები გადაუღეს. გარდა ამისა, სამართალდამცავებმა მოშალეს რამდენიმე სტიქიური მემორიალი. დაკავებული მომიტინგეების უმეტესობა ოქმის გარეშე მალევე გაათავისუფლეს. რუსეთის გარდა ნავალნისადმი მიძღვნილი შეკრებები მსოფლიოს ქალაქებში, მათ შორის თბილისშიც გაიმართა. საქართველოს დედაქალაქში რუსი ოპოზიციონერის მხარდამჭერებმა ყვავილები ალექსანდრ პუშკინის სკვერში მიიტანეს.
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
პროკურატურა 4 ოქტომბრის საქმეზე გიორგი კირვალიძის საპროცესო შეთანხმების გაუქმებას ითხოვს
საქართველოს კინოცენტრი: ლოკარნოს კინოფესტივალზე ფილმი „ცრემლსადენი გაზი“ არ დაგვიბლოკავს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)