07:47 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-09 11:29:37, 672 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგეობამ პენსიონერი და ვეტერანი ქალბატონებისათვის სარვამარტო ღონისძიება გამართა

საბურთალოს რაიონის გამგეობის ორგანიზებით, რაიონში მცხოვრები პენსიონერი და ვეტერანი ქალბატონებისათვის საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის საკონცერტო დარბაზში ქალთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

მერიის ცნობით, კონცერტში ბავშვთა ვოკალური და ქორეოგრაფიული ანსამბლები, ასევე როკბენდი „scape”-ი  მონაწილეობდნენ. პატარებმა დარბაზში მსხდომი ქალბატონებისათვის იმღერეს, იცეკვეს და ლექსები წაიკითხეს. სიტყვით გამოვიდნენ პენსიონერთა კავშირის ხელმძღვანელი პირები, რომლებმაც მადლობა გადაუხადეს საბურთალოს რაიონის გამგებელს ბექა მიქაუტაძეს და მის მოადგილეებს გაწეული დახმარებისა და თანადგომისათვის, ასევე 8 მარტის ღონისძიების ორგანიზებისათვის.

ქალბატონები ყვავილების თაიგულებით დაასაჩუქრეს გამგებლის მოადგილეებმა, გაიოზ ვასაძემ, ლუკა კანკავამ და კახა გავაშელმა. აუდიტორიას სიტყვით მიმართა ბექა მიქაუტაძემ. საბურთალოს რაიონის გამგებელმა მათ ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა, ჯანმრთელობა და ბედნიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.

„მინდა მოგილოცოთ ეს დღე, ქალს, დედას ქართველი კაცის ისტორიაში ყოველთვის განსაკუთრებული ადგილი ეკავა და ეს მომავალშიც ასე იქნება. გილოცავთ და ვისურვებდი, რომ ყოველთვის გვილამაზებდეთ ჩვენს ცხოვრებას“, - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics