|
2025-02-16 10:54:44, 551 ნახვა
მსოფლიო
სერბეთის პრეზიდენტი - ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული
სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი აცხადებს, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციები ქვეყნის გარედან არის ორგანიზებული. ეს განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა სერბეთის მთავრობის მხარდამჭერების შეკრებაზე, ქალაქ სრემსკა მიტროვიცაში გააკეთა. „ჩვენ აქ არ შევკრებილვართ ვინმეს ძალაუფლების დასაცავად. ჩვენ არ შევკრებილვართ ვინმეს თანამდებობის დასაცავად. ჩვენ არ მოვსულვართ იმაზე სალაპარაკოდ, თუ რამდენად არ სურს ოპოზიციას არჩევნები, რეფერენდუმი ან რაიმე, სადაც ხალხს აქვს თავისი სიტყვის თქმის უფლება. ჩვენ მოვედით იმიტომ, რომ ვიცით – სერბეთი საფრთხეშია. ჩვენ მოვედით და შევიკრიბეთ, რადგან ვიცით, სერბეთს გარედან უტევენ, და ბევრი უჭერს მხარს ამას შიგნიდან. ისინი მანიპულირებენ ჩვენი შვილებით, იყენებენ მათ ყველაზე კორუმპირებული პოლიტიკური მიზნებისთვის, რათა მოიპოვონ ის, რაც ხალხმა არ მისცა მათ არჩევნებზე“, – განაცხადა ვუჩიჩმა. მისივე თქმით, სერბეთში 2024 წლის პირველი ნოემბრიდან მიმდინარე ანტისამთავრობო აქციების მიზანი „სერბეთის დამხობაა“. „მიზანია სერბეთის დამხობა, რადგან მათ არ სურთ, რომ სერბეთი იყოს ეკონომიკურად აყვავებული. მათ სურთ, რომ სერბეთი იყოს სუსტი რეგიონში. მათ არ სურთ, რომ სერბეთს შეეძლოს და ჰქონდეს უფლება, დაეხმაროს სერბთა რესპუბლიკას [ბოსნიაში]. მათ სურთ სერბეთი, რომელიც დაიჩოქებს და ბოდიშს მოიხდის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – განაცხადა ვუჩიჩმა.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)