|
2025-02-15 12:40:05, 462 ნახვა
მსოფლიო
კაია კალასი ევროპის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელი კაია კალასი ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის გამართვის ინიციატივით გამოვიდა, სადაც აშშ-სთან ურთიერთობებსა და უკრაინაში მიმდინარე ომის საკითხს განიხილავენ. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს. მედიის ცნობით, კაია კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მას შემდეგ მოიწვია, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ტელეფონით ესაუბრა ვლადიმირ პუტინს. “შეხვედრის მიზანი იქნება ინფორმაციის გაზიარება და მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე აშშ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან და უკრაინასთან უახლესი კონტაქტების შეჯამება“, – აცხადებს კაია კალასი. „როიტერის“ ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა 16 თებერვალს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართება.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)