|
2025-02-15 11:09:42, 1195 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე უკრაინის გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება
აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა. მისივე განცხადებით, აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერა უკრაინის თავდაცვისთვის და მისი მომავლისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „არ მინდა ვიფიქრო რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაზე აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე. არ მინდა იმაზე ფიქრი, რომ ჩვენ სტრატეგიული პარტნიორები არ ვიქნებით. ეს ძალიან რთული იქნება. რა თქმა უნდა, შანსი ყველა რთულ სიტუაციაში არსებობს, მაგრამ ჩვენ აშშ-ის მხარდაჭერის გარეშე გადარჩენის დაბალი შანსი გვექნება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია, კრიტიკულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს არა ომის დასრულება, არამედ ცეცხლის დროებით შეწყვეტა სურს, რათა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები მოიხსნას და მან არმიის რეორგანიზაცია შეძლოს. „ეს არის ის, რაც მას ნამდვილად სურს. მას პაუზა სურს, რათა მოემზადოს და ცეცხლის შეწყვეტის გამო სანქციები მოიხნას“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)