|
2025-02-14 22:09:14, 596 ნახვა
საზოგადოება
იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რეპრესიები საქართველოში“
იტალიურმა მედიამ გამოაქვეყნა სტატია სათაურით „რეპრესიები საქართველოში,“ რომელიც „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის საქმეს ეხება. სტატიაში განხილულია მისი დაკავების გარემოებები და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური რეპრესიები. ავტორი აღნიშნავს, რომ ამაღლობელის საქმე საერთაშორისო საზოგადოების ყურადღებას იპყრობს და გამოხატავს შეშფოთებას ქვეყანაში დემოკრატიული პრინციპების დარღვევის გამო.
ცნობისთვის, მზია ამაღლობელი 11 იანვარს, პირველად, უკანონოდ დააკავეს, როდესაც მან აჭარის პოლიციის სამმართველოს შესასვლელის ღობეზე გააკრა სტიკერი 15 იანვარს დაგეგმილ საყოველთაო გაფიცვასთან დაკავშირებით. დაკავებისას მას არ განუმარტეს დაკავების საფუძველი და სამართლებრივი ნორმები. შემდეგ იგი ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა რამდენიმე საათში ხელახლა დააკავეს, ამჯერად სისხლის სამართლის წესით. მას ბრალად ედება პოლიციელისათვის სილის გაწნა, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა შიმშილობის გამო, რის გამოც იგი კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია, თუმცა მკურნალობა სტაციონარში გაგრძელდება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)