|
2025-02-14 12:13:12, 1454 ნახვა
რეგიონი
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა იმართება
სამთვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში რიგით 123-ე შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე მხარეები გამყოფ ხაზთან მომხდარ ინციდენტებს განიხილავენ, მათ შორის უკანონო ბორდერიზაციისა და მოქალაქეთა უკანონო დაკავების ფაქტებს. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა, 2024 წლის 19 ნოემბრიდან დღემდე ქარელისა და გორის მუნიციპალიტეტებში ე.წ. ბორდერიზაციის 11 ფაქტს ჰქონდა ადგილი, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში საქართველოს ექვსი მოქალაქე რჩება. „განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე საოკუპაციო ხაზთან დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს. აქცენტი გაკეთდება უკანონო პატიმრიბაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე. დღეის მდგომარეობით უკანონო პატიმრობაში რჩება საქართველოს ექვსი მოქალაქე. ასევე საუბარი შეეხება საანგარიშო პერიოდში ე. წ. უკანონო ბორდერიზაციის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა 19 ნოემბრიდან დღემდე, სულ 11 შემთხვევა. უკანონო ე.წ .ბორდერიზაციის პროცესმა გორისა და ქარელის მუნიციპალიტეტები მოიცვა. აღნიშნული დესტრუქციული ქმედება ძირითად მოიცავს რკინის ღობეებისავდა მავთულხლართების განახლების პროცესს“, – განაცხადა სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)