23:27 - 17 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-14 11:29:42, 1153 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინაზე 133 დრონით იერიში მიიტანა, საჰაერო ძალებმა 73 გაანადგურა

რუსეთმა უკრაინაზე უპილოტო საფრენი აპარატებით მორიგი მასიური იერიში მიიტანა. ოკუპანტებმა უკრაინულ მიწებს 133 დრონით შეუტია.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, განადგურებულია 73 რუსული დრონი.

გარდა ამისა, რადიო ელექტრო ქვედანაყოფების მუშაობის შედეგად ლოკაციურად დაიკარგა 58 უპილოტო საფრენი აპარატი.

რუსეთმა დრონები მილეროვოს, კურსკის, ბრიანსკის, შატალოვოსა და პრიმორსკო-ახტარსკის ოლქებიდან ააფრინდა.

საჰაერო ბრძოლა ხარკოვის, პოლტავის, სუმის, ჩერკასის, ჩერნიგოვის, კიროვგრადის, ჟიტომირის, ხმელნიცკის, ზაპოროჟიეს, ნიკოლაევისა და ოდესის ოლქებში მიმდინარეობდა.

რუსული იერიშის შედეგად ოდესის, კიევის, სუმის, ჩერნიგოვისა და ხარკოვის ოლქებში დაზიანდა ინფრასტრუქტურა, დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ არის.

რუსეთი უკრაინის ტერიტორიას არტილერიითა და ავიაციით ყოველდღიურად ბომბავს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics