|
2025-02-14 10:46:52, 581 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ბანკის ბიზნესკურსს პროექტების მართვის კურსი დაემატა
საქართველოს ბანკი ბიზნესებისთვის საგანმანათლებლო ინიციატივებს ახორციელებს. მათ შორის, უკვე არაერთი წელია, ქმნის და აძლიერებს ონლაინ კურსების პლატფორმას მცირე და საშუალო ბიზნესისათვის. პლატფორმა Businesscourse.ge უფასო სასწავლო პროგრამებს აერთიანებს და დამწყები თუ გამოცდილი ბიზნესების საჭიროებებს პასუხობს. პლატფორმაზე კურსები რეგულარულად ემატება და მათი რიცხვი 50-ს აჭარბებს. ახლახან კი მათ კიდევ ერთი კურსი - პროექტების მართვა დაემატა. ახალ კურსში განხილულია ისეთი აქტუალური თემები, როგორებიცაა პროექტის მნიშვნელობა ბიზნესში, პროექტის მართვის ინსტრუმენტები, პროექტის ინიცირება, საჭირო ეტაპები - ბიუჯეტის დაგეგმვიდან წესდების შემუშავებამდე და სხვა. კურსს უძღვება პროექტების მართვის სპეციალისტი ვანო ნადირაძე. კურსი შვიდი ვიდეოლექციისგან შედგება, მისი გავლა 24/7-ზე შეუძლია არა მხოლოდ ბიზნესში აქტიურად ჩართულ ადამიანებს, არამედ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ნებისმიერი ადგილიდან. “საქართველოს ბანკისთვის ბიზნეს განათლება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ მუდმივად მზარდია საგანმანათლებლო პროგრამებისადმი ინტერესი, რასაც ჩვენ Businesscourse.ge-ით და სხვა ინიციატივებით მუდმივად ვპასუხობთ. მხოლოდ გასულ წელს კურსები 15 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. რაც მთავარია, ჩვენ ვიკვლევთ მათ საჭიროებებს, შემდგომში კი მათზე მორგებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ვქმნით. მათ შორისაა ახალი კურსიც პროექტების მართვის შესახებ. ვიმედოვნებთ, ის საინტერესო იქნება ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და მათ საკუთარი საქმიანობის უკეთ წარმართვაში დაეხმარება“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში. აღსანიშნავია, რომ ბიზნესკურსი ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)