|
2025-02-14 10:39:26, 510 ნახვა
საზოგადოება
თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ფოტოფესტივალი „ქოლგა თბილისი ფოტო 2025 “ იმართება
თიბისის მხარდაჭერით 2-6 მაისს, „ქოლგა თბილისი ფოტო" წელს 24-ედ ჩატარდება და ადგილობრივ და საერთაშორისო გამოფენებს უმასპინძლებს. ფესტივალის ფარგლებში 15 მარტის ჩათვლით ცხადდება მასშტაბური, საერთაშორისო ფოტოკონკურსი „ქოლგა“. ფოტო კონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. გაეცანით 2025 წლის ნომინაციებია:
კონცეპტუალურ სერიაში ასევე დაშვებულია ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით შექმნილი პროექტების მონაწილეობაც. ფოტოკონკურსის გამარჯვებულებს ტრადიციულად საერთაშორისო ჟიური გამოავლენს: ნაიჯელ დიკინსონი /დიდი ბრიტანეთი/, თინა შელჰორნი /გერმანია/, ვოლფგანგ ცურბორნი /გერმანია/, რიჩარდ ბრამი /აშშ/, დინა ოგანოვა /საქართველო/, ვინს ჩიანი /აშშ/. საპრიზო ფონდი 6000 აშშ დოლარი, პირველ სამ ნომინაციაში გამარჯვებულებს თითოეულს 1500-1500 აშშ დოლარი გადაეცემათ. საუკეთესო ერთი კადრის ნომინაციაში გამარჯვებულს კი 1000, ხოლო მობილური ფოტო ნომინაციაში გამარჯვებულს - 500 აშშ დოლარი. კონკურსში მონაწილეობისთვის გაიარეთ რეგისტრაცია. "ქოლგა თბილისი ფოტო" 2025 წლის გამარჯვებულები გამოცხადდებიან 2025 წლის 2 მაისს. ქოლგა თბილისი ფოტო 2002 წლიდან არის ფოტოგრაფიის აღიარებული ინსტიტუცია რომელიც ყოველწლიურად მასპინძლობს მსოფლიოში ცნობილი ავტორების გამოფენებს, ვორქშოფებსა და ლექციებს ფოტოგრაფიის აქტუალურ თემებზე. ქოლგა თბილისი ფოტო მხარს უჭერს თანამედროვე ხელოვნების პოპულარიზაციას და ახალგაზრდა ხელოვანების განვითარებას. თიბისისთვის კი ახალგაზრდა თაობის განათლება და მათი მხარდაჭერა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, ამიტომაც უკვე ორ ათწლეულზე მეტია თიბისი ქოლგა თბილისი ფოტოს ერთგული მხარდამჭერია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)