03:48 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 19:32:58, 513 ნახვა

სამართალი
უზენაეს სასამართლოსთან მოქალაქეები არიან შეკრებილები უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქეების სოლიდარობის ნიშნად

საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ხელისუფლების მიერ მიტაცებულ რეჟიმს აპროტესტებენ და ამბობენ, რომ  დაკავებული მოქალაქეები პოლიტიკური პატიმრები არიან და ისინი უნდა გაათავისუფლონ, ასევე მოუწოდებენ მოსამართლეებს, არ შეასრულონ უკანონო დავალებები.

"არა უსამართლობას, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს" - ამ შინაარსის ტრანსფარანტები გაშალეს პროტესტის რეჟიმში გადასულმა ადამიანებმა, რომლებიც სასამართლოს მოუწოდებენ, უკანონო დავალებების შესრულებისგან თავი შეიკავონ.

ამ პატარა პლაკატზე წერია მნიშვნელოვანი გამოთქმა, რომელიც ქართულად ნიშნავს, რომ სამართლიანობა არის სახელმწიფოთა საფუძველი. სახელმწიფო, რომელსაც საფუძვლად არ უდევს სამართლიანობა, ვერ არის მყარი, მშვიდობიანი, სტაბილური. სასამართლო ხელისუფლება თავის საქმეს არ აკეთებს, არ იცავს ადამიანების უფლებებს. სასამართლო ხელისუფლებას დღეს შეუძლია ადამიანების სიცოცხლე გადაარჩინოს, მაგრამ ამას არ აკეთებს. ჩვენ დღეს აქ ამის გასაპროტესტებლად მოვედით", - ამბობს ლევან ცუცქირიძე.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics