20:38 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-13 17:33:34, 408 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ბაჩიაშვილი - ივანიშვილის ამოცანა არის ის, რომ საპროტესტო ტალღა დაღალოს

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი მოქალაქეებს 15 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში დაგეგმილ ფართომასშტაბიან საპროტესტო აქციაზე მონაწილეობისკენ მოუწოდებს. 

გიორგი ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ქართველმა ხალხმა საკუთარი ღირებულებების დასაცავად უნდა იბრძოლოს და ივანიშვილის ბანდას არ მისცეს შვილების თაობისთვის ნათელი მომავლის მოპარვის უფლება. 

ივანიშვილის ამოცანა და რუსული დიქტატურის ხელწერა არის ის, რომ საპროტესტო ტალღა დაღალონ, დააშინონ, ჩაახშონ. ზუსტად ამ სცენარს მიყვება ივანიშვილი. მან ერთი რამ ვერ გაითვალისწინა, რომ ქართველი ერი გამოირჩევა ბრძოლისუნარიანობით. ქართველი ერი არ შეშინებია უზარმაზარ იმპერიებს. ათასწლეულების მანძილზე ჩვენ ვიცავდით მიწა-წყალს. ვართ ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი ნაცია, რომელმაც შეინარჩუნა ბიბლიური დროიდან სახელმწიფო.

ყველა ადამიანი, ვინც დგას დასავლურ ფასეულობებზე, ვისაც სურს, რომ საქართველო იყოს ევროპის ნაწილი, აუცილებლად უნდა გამოვიდეს, დაიცვას თავისი ღირებულებები, ფასეულობები და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მისცეს საშუალება ამ ხალხს, ივანიშვილს და მის ბანდას, რომ მოიპაროს ჩვენი შვილების მომავალი", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა. 

15 თებერვალს, 18:00 საათზე, თბილისში, ევროპის მოედანზე ფართომასშტაბიანი აქცია გაიმართება. მომიტინგეების მოთხოვნა უცვლელია - პროევროპულ აქციაზე უკანონოდ დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების დანიშვნა. დაანონსებულ აქციებს ემიგრანტებიც შეუერთდებიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
გიორგი გახარია: ქართული ოცნება ოკუპანტ სახელმწიფოსთან კოლაბორაციონიზმის ღია დემონსტრირებას ახდენს
ედიტე ესტრელა: საქართველოში დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა, ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ განხორციელებულა
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 120-ზე მეტმა მასწავლებელმა შეავსო განაცხადი - პროექტის მთავარი მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics