|
2025-02-13 14:51:35, 451 ნახვა
მსოფლიო
დიმიტრი პესკოვი - პუტინმა და ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ
ვლადიმერ პუტინმა და დონალდ ტრამპმა თანაშემწეებს დაავალეს, რომ შეხვედრაზე მუშაობა დაუყოვნებლივ დაიწყონ, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა პრესკონფერენციაზე განაცხადა. „სახელმწიფოების მეთაურები გუშინ გამართული სატელეფონო საუბრისას შეთანხმდნენ, რომ ისინი კონტაქტს გააგრძელებენ, აქცენტს შეხვედრაზე გააკეთებენ და ასევე, შეთანხმდნენ, რომ ამ მიზნით მუშაობის დასაწყებად შესაბამის თანაშემწეებს ინსტრუქციებს დაუყოვნებლივ მისცემენ“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, ვლადიმერ პუტინისა და დონალდ ტრამპის შეხვედრის დეტალები მისი ორგანიზების შემდეგ გახდება ცნობილი. „დეტალები ჯერ კიდევ დასამუშავებელია. მუშაობა, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად დაიწყება“, - აღნიშნა პესკოვმა. შეგახსენებთ, გუშინ, აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპსა და ვლადიმერ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. მათ უკრაინის, ახლო აღმოსავლეთის, ენერგეტიკისა და მთელი რიგი სხვა საკითხები განიხილეს. ასევე, მხარეები კონტაქტების გაგრძელებისა და შეხვედრის ორგანიზების შესახებ შეთანხმდნენ.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)