|
2025-02-13 14:01:43, 417 ნახვა
მსოფლიო
ბერბოკის, ბრაჟეს და ტუსკის გამოხმაურება ტრამპისა და პუტინის მოლაპარაკებებზე
ევროპელი ლიდერები, უკრაინაში ომის დასასრულებლად, აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპსა და რუსეთის პრეზიდენტს შორის მოლაპარაკებების დაწყებას ეხმაურებიან. მათი თქმით, უკრაინაში და ევროპაში მშვიდობა მხოლოდ ევროპის, აშშ-ს და უკრაინის ერთად დგომით მიიღწევა.
მისი თქმით, ამ გზაზე ერთად უნდა დადგნენ იმისათვის, რომ ევროპას მშვიდობა დაუბრუნდეს. POLITICO-სთან საუბრისას, ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრაჟემ თქვა, რომ უკრაინული მხარის ჩართულობას ნებისმიერ მოლაპარაკებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. მისივე თქმით, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად, საჭიროა რუსეთის ბრძოლის ველზე დასუსტება, რომ რუსეთს მშვიდობა აიძულონ.
პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა ტრამპის განცხადების საპასუხოდ, X-ზე დაწერა, რომ უკრაინამ, ევროპასა და შეერთებულმა შტატებმა ერთად უნდა იმუშაონ იმაზე, რომ მშვიდობა იყოს.
დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის პირველი ოფიციალური სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც საათ-ნახევარი გაგრძელდა. აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, რუს კოლეგასთან "ხანგრძლივი და ძალიან პროდუქტიული" საუბარი გამართა და შეთანხმდა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის დასასრულებლად სამშვიდობო მოლაპარაკებებს დაიწყებენ — ამის შესახებ დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე დაწერა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას რუსოფობიის თავიდან აცილებისკენ მოუწოდა
რუსეთი საქართველოსა და მოლდოვას ოკუპირებული რეგიონებისთვის მოქალაქეობის მინიჭების საფასურს ცხრაჯერ შეამცირებს
ზახაროვა: დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ინიციატივა საქართველოდან უნდა მოდიოდეს
ყოფილმა პრემიერმა ციხიდან გავრცელებულ წერილში ხელისუფლება შანტაჟში დაადაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)