15:13 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 15:39:39, 702 ნახვა

სამართალი
ეკა მიშველაძე: ველოდები, რომ საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება

ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს იმედი აქვს, რომ მისი მეუღლის, ალექსი  პეტრიაშვილის თავდასხმაში მონაწილე ყველა პირი დაისჯება. როგორც მიშველაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქმეს განზრახ მკვლელობის მცდელობის  კვალიფიკაცია უნდა მიეცეს.

"ველოდებით, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მონაწილეობდა ამ თავდასხმის დაგეგმვაში და შესრულებაში. რაც შეეხება საქმის გადაკვალიფიცირებას, ძალიან აბსურდულია საქმის აღძვრა ამ მუხლით.  ეს არის მკვლელობის მცდელობა, როდესაც ადამიანს ესვრი ამდენ ტყვიას  და თავში ურტყამ ჩაქუჩს, საფეთქელში,   ეს ნიშნავს,  რომ მას სასიკვდილოდ იმეტებ. შესაბამისად, ველდოები, რომ საქმე აუცილებლად გადაკვალიფიცირდება", - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

ცნობისთვის, თბილისის  საქალაქო სასამართლომ   ალექსი პეტრიაშვილის თავდასხმაში ბრალდებულ ლევან მექვაბიშვილს   აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა  შეუფარდა.

მექვაბიშვილი ამ დროისათვის ერთადერთი ბრალდებულია, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ ალექსი პეტრიაშვილზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე დააკავა.

შეგახსენებთ,  გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 117-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ხარკოვის ოლქში რუსეთის სარაკეტო დარტყმას 10 ადამიანი ემსხვერპლა 17 კი დაშავდა
ჩხუბი ბათუმის ბულვარში - დაჭრილია 2 ადამიანი
ნიკა გვარამია - „ნდობის აღდგენა“ სრულიად ფუჭი სიტყვებია და მის უკან არავითარი პოლიტიკური შინაარსი არ დგას
კობახიძის ინფორმაციით, გუშინდელი მდგომარეობით, აფხაზეთში დაახლოებით 680 ტონა საწვავი იყო შეტანილი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics