|
2025-02-12 13:38:45, 453 ნახვა
მსოფლიო
ევროპარლამენტარი - ყველა, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უნდა დასანქცირდნენ - ეს იქნება ჩვენი პასუხი
მე მივესალმები ევროპარლამენტის პოზიციას საქართველოსთან დაკავშირებით. ევროპარლამენტი დგას ქართველი ხალხის გვერდით, იმ ხალხთან, რომელიც დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის დაცვისთვის იბრძვის და ჩვენ გვაქვს მკაფიო გეგმა, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ ამ კრიზისს საქართველოში - ამის შესახებ განაცხადა ევროპარლამენტარმა, დევიდ მაკალისტერმა. მისივე თქმით, ევროპას სურს თავისუფლებამ გაიმარჯვოს და ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობის ნება აღსრულდეს, რათა გაგრძელდეს ამ დიდებული ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ,,ყველა, ვინც პასუხისმგებელია გაყალბებულ არჩევნებსა და ადამიანის უფლებების დარღვევაზე, უნდა იქნან სანქცირებულნი. ეს იქნება ჩვენი პასუხი, რომ არ შევეგუებით მსგავს ქმედებებს. მე საქართველოში ბევრჯერ ვარ ნამყოფი, როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში და სხვა ქალაქებში. როგორც კი იქ ჩახვალ, გრძნობ, რომ ევროპულ ქვეყანაში ხარ, სადაც ევროპული მემკვიდრეობა და კულტურაა. ამიტომ, თუ ქართველი ხალხის სურვილი იქნება, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ქვეყანა გააგრძელებს თავის ევროპულ გზას. საქართველო იყო სწორ გზაზე და სამწუხაროდ მისმა ახლანდელმა მთავრობამ შეაჩერა ეს პროცესი. ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას ევროკავშირში, მაგრამ პირობები უნდა შესრულდეს"- განაცხადა ევროპარლამენტარმა, "მთავარ არხთან" საუბრისას.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)