19:35 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 17:40:36, 597 ნახვა

ეკონომიკა
ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი „სხვა სამყარო“ sCoolApp-ში მეორე სეზონით დაბრუნდა

საქართველოს ბანკის მიერ სპეციალურად მოსწავლეებისთვის შექმნილ sCoolApp-ში "სხვა სამყარო" ახალი, მეორე სეზონით დაბრუნდა.

„სხვა სამყარო“, ფინანსური განათლების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი, საინტერესო მოვლენებით სავსე მეტავერსია, სადაც მომხმარებელი უამრავ პერსონაჟს ხვდება და მათთან ერთად სხვადასხვა მისიას ასრულებს.

თამაშში მოსწავლეები “სხვა სამყაროს” ისტორიას უნიკალური პერსონაჟებით, ილუსტრაციებით და ანიმაციებით ეცნობიან. ისინი ზოგად ცოდნასა და ლოგიკაზე დაყრდნობით ერთი შეხედვით მარტივ და სახალისო, მაგრამ დამაფიქრებელ შეკითხვებს პასუხობენ, რომლებიც ეტაპობრივად ეხსნებათ აპლიკაციაში. სწორი პასუხის შემთხვევაში კი საჩუქრად „სხვა სამყაროს“ ჯილდოს — გლითერებს იღებენ, რომლის მეშვეობითაც საკუთარ  ავატარებს ააწყობენ. მოსწავლეებს „სხვა სამყაროს“ პერსონაჟები ეხმარებიან, გაერკვნენ თამაშის წესებში, შეასრულონ დავალებები - სახალისო, შემეცნებითი და ფინანსური განათლების გარშემო შექმნილი მისიები.

თამაშის მეორე სეზონი უკვე დაიწყო. მასში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მოსწავლეს შეუძლია, ამისთვის მხოლოდ საქართველოს ბანკის პირველი საბავშვო აპლიკაციის - sCoolApp-ის სმარტფონში ქონაა საჭირო.

აპლიკაციის გადმოწერა შესაძლებელია როგორც Android, ასევე iOS მოწყობილობებზე.

აღსანიშნავია, რომ  BOG sCoolApp –ს ყოველთვიურად 100,000-ზე მეტი მოსწავლე იყენებს, რომელთათვისაც აპლიკაცია ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდა. აქ დროის სასიამოვნოდ გაყვანასთან და გართობასთან ერთად მოსწავლეები საკუთარი ანგარიშის მართვას, ფინანსებს კონტროლსა და ყულაბის მეშვეობის თანხის დაზოგვას სწავლობენ. ამ ყველაფერთან ერთად კი, სპეციალურად მათთვის შექმნილ შეთავაზებებს ეცნობიან.

BOG sCoolApp-ზე რეგისტრაციისთვის საჭიროა, მოსწავლემ მიუთითოს მშობლის მონაცემები და მშობელმა დაადასტუროს sCoolApp-ის აქტივაცია საკუთარი მობილბანკიდან.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
რუსეთის საარჩევნო კომისია, საზღვარგარეთ მცხოვრებ რუსებს არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აუკრძალავს, ივანიშვილის რეჟიმმა პუტინს ნახევარი წლით დაასწრო
კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე- ჩვენთვის მიზანი არა ფულის შოვნა, არამედ ნდობის აღდგენა იყო
კობახიძე- თეორიულადაც ვერ წარმომიდგენია, რატომ შეიძლება შეექმნას ღარიბაშვილის ოჯახს საფრთხე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics