23:51 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-02-11 17:17:08, 437 ნახვა

პოლიტიკა
ევროპარლამენტარი - სანქციები უნდა დაეკისროს ივანიშვილს და ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე

ევროპარლამენტარმა დანიუს ჟალიმასმა განაცხადა, რომ სანქციები უნდა დაეკისროს ყველას, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე.

ევროპარლამენტარმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა ხელი შეუწყოს საქართველოში არჩევნების ჩატარებას.

"ევროპული პარლამენტი ნამდვილად მიუთითებს რეზოლუციაში რამდენიმე მნიშვნელოვან პუნქტზე. ჩვენ ვიცით, რომ საქართველოში არის ერთპარტიული პარლამენტი და ეს არის "ქართული ოცნების" პარლამენტი და სანქციები უნდა დაეკისროს ყველას, ვინც პასუხისმგებელია დემოკრატიის უკუსვლაზე და სამოქალაქო საზოგადოებაზე ზეწოლაზე, მათ შორის არის ივანიშვილიც. ევროპულმა საბჭომ სანქციები უნდა დააკისროს ყველას, ვინც ატარებს რეპრესიებს ქართველი ხალხის წინააღმდეგ. უნდა იყოს სანქციები და არ აღიარება არჩეული პარლამენტისა. ეს არის ორი ძირითადი გზა ახალი არჩევნების მიღწევისა. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ევროპარლამენტი, ასევე მოუწოდებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც არის ერთადერთ ლეგიტიმური წარმომადგენელი საქართველოში, რომ ხელი შეუწყოს საქართველოში არჩევნების ჩატარებას," - განაცხადა ევროპარლამენტარმა "მთავარ არხთან"





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
კომერსანტი: კრემლში თქვეს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის სტატუსის გადაწყვეტის დრო დადგა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics