07:48 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 13:55:18, 555 ნახვა

საზოგადოება
დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით კონცერტი „დედა მზეა ჩვენი“ გაიმართა

 დედის დღისა და ქალთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად დიდუბის რაიონის გამგეობის ორგანიზებით კონცერტი სახელწოდებით „დედა მზეა ჩვენი“ გაიმართა.

მერიის ინფორმაციით, კონცერტში მონაწილეობას იღებდნენ დიდუბის რაიონში მდებარე სკოლის მოსწავლეები და ქართული ესტრადის  მომღერლები.

სპეციალურად დედის დღესთან დაკავშირებით,  კომპოზიტორმა ვაჟა დურგლიშვილმა სიმღერა დაწერა, რომელიც მომღერალმა ტატო გოდერძიშვილმა შეასრულა.

 საღამოს დიდუბის რაიონის გამგებელი ირმა ზავრადაშვილი ესწრებოდა, რომელმაც პედაგოგებს მოსწავლეებსა და მათ მშობლებს საგაზაფხულო დღესასწაულები მიულოცა.  

კონცერტის მონაწილეებსა და მოწვეულ სტუმრებს დიდუბის რაიონის გამგეობისგან სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics