07:51 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-03-08 13:17:56, 452 ნახვა

საზოგადოება
მარტვილში 44 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა,  სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა  ლევან შონიამ   მარტვილში 44 დევნილი ოჯახის გაზიფიცირების სამუშაოები მოინახულეს.

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინფორმაციით, მარტვილში, მშვიდობის ქუჩაზე, ორსართულიანი შენობის გაზიფიცირებისათვის საჭირო ხარჯები   სამინისტროს ბიუჯეტიდან გამოიყო.

 სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის ბოლოს დასრულდება.  მშვიდობის ქუჩაზე, ყოფილი სკოლა-ინტერნატის შენობაში   დევნილი ოჯახები ბუნებრივი აირის გარეშე 2010 წლიდან ცხოვრობენ.

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics