|
2025-02-10 15:00:15, 506 ნახვა
საზოგადოება
მსახიობი ბაჩო ქაჯაია - რეჟიმი რაც უფრო შეგვზღუდავს, მიიღებს დაუმორჩილებლობას
რეჟიმი საბოლოო ჯამში დაუმორჩილებლობას მიიღებს, - ამის შესახებ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ განაცხადა. ის სასამართლოში მისი მეგობრისა და კოლეგის, მსახიობ ანა ტყებუჩავას სასამართლო პროცესზე იმყოფებოდა. ორივე მათგანს 9 იანვარს, რუსთაველის გამზირის გადაკეტვას ედავებიან. აღნიშნულ საქმეებზე, როგორც ბაჩო ქაჯაიას, ასევე ანა ტყებუჩავას საქმეზე სასამართლო გადაწყვეტილებას 18 თებერვალს, 17:00 საათზე გამოაცხადებს. „ის ცვლილებები, რაც კანონში შედის, ძალიან კარგი მაგალითია იმისა, რომ რეჟიმი კიდევ და კიდევ უფრო მეტად რყევაში და შიშშია, რადგან საბოლოო ჯამში ჩვენ არ ვებრძვით რეჟიმს, რეჟიმი გვებრძვის ჩვენ. ჩვენ გვინდა მშვიდობიანად, ის უფლება, რაც კონსტიტუციით გვაქვს მონიჭებული, გამოვიყენოთ. რეჟიმი ყველანაირად ცდილობს, ეს უფლება წაგვართვას. ამ კლანჭების გამოვლენით, თვითონ რეჟიმი საბოლოო ჯამში დაუმორჩილებლობას მიიღებს. ჩვენ ვემორჩილებით კანონს, კანონიერი მოქალაქეები ვართ და ჩვენს უფლებებს ვიცავთ. რაც უფრო შეგვზღუდავს, გამოვა, რომ მიიღებს დაუმორჩილებლობას“, - განაცხადა ქაჯაიამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)