|
2025-02-10 12:44:26, 442 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - აზერბაიჯანში სომხეთის რესპუბლიკის მიმართ რეალური მუქარების გენერირება ხდება
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, აზერბაიჯანში სომხეთის რესპუბლიკის მიმართ რეალური მუქარების გენერირება ხდება. როგორც სომხური მედია წერს, ამის შესახებ სომხეთის მთავრობის მეთაური საავტორო სტატიაში წერს. ფაშინიანის თქმით, აზერბაiჯანის რესპუბლიკის ოფიციალური რიტორიკა სულ უფრო მეტად არის კონცენტრირებული იმ თეზისზე, რომ სომხეთი აგრძელებს შეიარაღებას, ემზადება აზერბაიჯანზე თავდასხმისთვის და შესაბამისად, აზერბაიჯანს თავდაცვის უფლება და პრევენციული ზომების მიღების უფლება აქვს. „ამ თეზისების წარმოშობის ორი ვერსია არსებობს: ან აზერბაიჯანი მართლაც ფიქრობს, რომ სომხეთის მასზე თავდასხმას აპირებს, ან თავად აზერბაიჯანი აპირებს თავდასხმას და ცდილობს, ამის საფუძვლები შექმნას“,- წერს ფაშინიანი. ამავე წერილში სომხეთის პრემიერ-მინისტრი კვლავაც აცხადებს, რომ სომხეთი ერთგულია 2022 წლის 6 ოქტომბერს პრაღაში მიღწეული სტრატეგიული შეთანხმების, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი აღიარებენ ერთმანეთის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს ალმათის დეკლარაციაზე დაყრდნობით. შესაბამისად, ფაშინიანის მტკიცებით, თეზისი იმის შესახებ, რომ სომხეთი აპირებს აზერბაიჯანზე თავდასხმას, გამოგონილია.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)