|
2025-02-10 12:35:30, 477 ნახვა
საზოგადოება
თსუ-ს პირველ კორპუსთან ფსიქოლოგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კოლეგების მხარდასაჭერ აქციას მართავენ
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსთან, ფსიქოლოგები და ფსიქიკური ჯანმრთელობის სპეციალისტები კოლეგების - მაია ცირამუას და ქეთი ფილაურის მხარდასაჭერად აქციას მართავენ. ადგილზე აქციის მონაწილეებს ბუშტები და ბანერები აქვთ მოტანილი, წარწერით - „ბოლოს საკუთარ შიშებთან მარტო დარჩებით და არავინ მოვა თქვენს დასახმარებლად“, „ვის ეშინია ფსიქოლოგების?“, „ქვეყნის სამსახური დანაშაული არ არის“ და ა.შ. როგორც აქციის ერთ-ერთი მონაწილე ფსიქოლოგი აცხადებს, მიმდინარე პროცესებით ხელისუფლება ადამიანების დაშინებას ცდილობს.
ასევე აქციის მონაწილეთა თქმით, ისინი არამარტო კოლეგების, არამედ ბოლო პერიოდში დაკავებული პირების მხარდასაჭერადაც არიან შეკრებილები. შეგახსენებთ, რომ აქციის პარალელურად, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მაია ცირამუას, ნინო ქათამაძის, გელა მთივლიშვილის, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძის, ირინა ზარანდიას, ქეთევან ფილაურის, ეკა კუხალაშვილისა და გივი ცინცაძის სასამართლო პროცესიც მიმდინარეობს, რომლებსაც სასამართლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას ედავება. ისინი 8 თებერვალს, ქუთაისში. მოსამართლის სახლთან მზია ამაღლობელის მხარდამჭერ საპროტესტო შეკრებას მართავდნენ, როცა შსს-მ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)