|
2025-02-10 11:38:33, 482 ნახვა
სამართალი
ადვოკატი - მზია ამაღლობელი აგრძელებს სრულ შიმშილობას, ჩაუტარდება დამატებითი კვლევები
საიას თავმჯდომარემ, ნონა ქურდოვანიძემ „ვივამედში” მზია ამაღლობელი მოინახულა. როგორც ნონა ქურდოვანიძე ამბობს, დღეს მზია ამაღლობელს ჩაუტარდება დამატებითი კვლევები, რომლის საფუძველზეც ექიმები გადაწყვეტენ, დატოვონ თუ არა „ბათუმელები/ნეტგაზეთის” დამფუძნებელი კლინიკაში.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 30-ე დღეა შიმშილობს. ის 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში” კვლევებისთვის გადაიყვანეს. 7 თებერვალს მზია ამაღლობელი „ვივამედში“ მოინახულა ექიმთა კონსილიუმმა, რომელიც სახალხო დამცველმა შექმნა. ექიმების საერთო პოზიციაა, რომ რადგან მზია ამაღლობელი შიმშილობას აგრძელებს, ის კლინიკაში უნდა დარჩეს. ამაღლობელმა ექიმებს უთხრა, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნება უნდა. მზია ამაღლობელს ბათუმის პოლიციის უფროსის, ირაკლი დგებუაძისთვის სახეში სილის გარტყმის გამო პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან. მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)