|
2025-02-08 13:30:51, 562 ნახვა
საზოგადოება
პროტესტის 73-ე დღე — აქციების განრიგი ცნობილია
8 თებერვალს, პროტესტის 73- დღეს, თბილისსა და რეგიონებში აქციები გაიმართება. კერძოდ, 12:30 საათზე, საქართველოს საზოგადოებრივი ასამბლეის დამაარსებელი ეროვნული ყრილობა გაიმართება (Theatre Factory 42) 19:00 საათზე - პროტესტი საზოგადოებრივ მაუწყებელთან 19:00 საათზეა ასევე დაგეგმილი დავით აღმაშენებლის მარში თსუ-ს პირველი კორპუსიდან თავისუფლების მოედნამდე. 20:00 საათზე - აქცია საქართველოს პარლამენტთან. რაც შეეხება რეგიონებს, გორში, საკრებულოს წინ, 17:00 საათზე გაიმართება აქცია სახელწოდებით - „გათავისუფლდნენ რეჟიმის ტყვეები და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები!“ ახალციხეში, 18:00 საათზე, შოთა რუსთაველის ძეგლთან - „არა რუსულ რეჟიმს!“ ბათუმში, 19:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოსთან - „სამშობლოს სამსახურში!“ ზუგდიდში, 18:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის წინ, „ბრძოლა გამარჯვებამდე“. თელავში, 18:00 საათზე, მერიის წინ, „უწყვეტი პროტესტი თელავში“ ქუთაისში, 18:00 საათზე, თეთრი ხიდიდან „ემიგრანტების ოჯახების მარში!“ იმართება. ხოლო 19:00 საათზე, ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი. ხაშურში, 18:00 საათზე, „ბიბლუსთან“ აქცია „ცეცხლი ოლიგარქიას!“ გურჯაანში, 15:00 საათზე, მერიასთან საპროტესტო აქცია!
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)