|
2025-02-07 11:05:00, 522 ნახვა
მსოფლიო
დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია სამუშაო ჯგუფს აუქმებს, რომლის სამიზნეც რუსი ოლიგარქები იყვნენ
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი აუქმებს სამუშაო ჯგუფს, რომელიც რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის შემდეგ ჩამოყალიბდა და ჩართული იყო მოსკოვის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულებასა და კრემლთან დაახლოებული ოლიგარქებისთვის აქტივების ჩამორთმევაში. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ცნობით, აშშ-ის გენერალური პროკურორის პემ ბონდის მემორანდუმში ნათქვამია, რომ Task Force KleptoCapture-ის მუშაობა აღარ გაგრძელდება, რაც იმ გეგმის ნაწილია, რომელიც დაფინანსების ნარკოკარტელებისა და საერთაშორისო ბანდების წინააღმდეგ საბრძოლველად გადამისამართებას ითვალისწინებს. „ეს პოლიტიკა მოითხოვს ფუნდამენტურ ცვლილებას აზროვნებასა და მიდგომაში“, - წერს ბონდი დირექტივაში და დასძენს, რომ რესურსები, რომელიც ახლა სანქციების აღსრულებასა და ოლიგარქების აქტივების ჩამორთმევაზეა მიმართული, კარტელების წინააღმდეგ ბრძოლისკენ გადამისამართდება. ცნობისთვის, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის დროს დაწყებული პროგრამა მიმართული იყო რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის მდიდარ თანამოაზრეებზე ფინანსური ზეწოლის განხორციელებასა და სანქციებისა და ექსპორტის კონტროლის დარღვევების ხელშემწყობი პირების დასჯისკენ.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)