|
2025-02-06 12:44:29, 423 ნახვა
მსოფლიო
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს გეგმის მომზადება დაავალა, რომელიც ღაზას მოსახლეობას სექტორის ნებაყოფლობით დატოვების საშუალებას მისცემს
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა შეიარაღებულ ძალებს გეგმის მომზადება დაავალა, რომელიც ღაზას მოსახლეობას სექტორის ნებაყოფლობით დატოვების საშუალებას მისცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის ოფისზე დაყრდნობით ავრცელებს. „პრეზიდენტ ტრამპის გაბედულ გეგმას მივესალმები. ღაზას მოსახლეობას წასვლისა და ემიგრირების თავისუფლება უნდა მიეცეს, როგორც ეს მთელ მსოფლიოშია მიღებული“, - აცხადებს ისრაელ კაცი. მისი თქმით, „ჰამასს“ ღაზის სექტორის მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი და მათ ღაზას დატოვების უფლებას არ აძლევს. კაცმა აღნიშნა, რომ პალესტინელები იმ ქვეყნებმა უნდა მიიღონ, რომლებიც ღაზაში ისრაელის სამხედრო მოქმედებებს ეწინააღმდეგებოდნენ. „ისეთი ქვეყნები, როგორიც ესპანეთი, ირლანდია, ნორვეგია და სხვებია, რომლებიც ღაზაში მოქმედებების გამო ისრაელს ცრუ ბრალდებებს უყენებდნენ, კანონით ვალდებულები არიან, რომ ღაზის მოსახლეობა მათ ტერიტორიაზე დაუშვან“, - აღნიშნა ისრაელის თავდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და განადგურებული ანკლავის აღდგენას უზრუნველყოფს.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)