|
2025-02-06 12:14:28, 463 ნახვა
მსოფლიო
აზერბაიჯანმა უკრაინას მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა
აზერბაიჯანმა უკრაინას მილიონი დოლარის ჰუმანიტარული დახმარება გადასცა. ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს თანხა აზერბაიჯანის პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გამოიყოფა და ელექტრონული აღჭურვილობის შესაძენად იქნება დახარჯული. „უკრაინაში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით აზერბაიჯანის სახელმწიფომ არაერთხელ გააგზავნა უკრაინელ ხალხთან ჰუმანიტარული დახმარება“- ნათქვამია განცხადებაში. ცნობისთვის, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებულ ფართომასშტაბიანი ომს არაერთხელ უწოდა „დიდი ტრაგედია ორივე ხალხისთვის“. მან ასევე არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს აზერბაიჯანის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ღირებულება დაახლოებით 40 მილიონ დოლარს შეადგენს. ამასთან ბაქომ უარი თქვა უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)