|
2025-02-05 14:43:51, 495 ნახვა
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება
დონალდ ტრამპის „მაქსიმალური ზეწოლის“ პოლიტიკა მარცხით დასრულდება, - ამის შესახებ ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ განაცხადა. „მჯერა, რომ „მაქსიმალური ზეწოლა“ წარუმატებელი ექსპერიმენტია და მისი ხელახლა ცდა კიდევ ერთი მარცხით დასრულდება, როგორც ეს მისი პირველი ვადის დროს მოხდა“, - განაცხადა აბას არაღჩიმ. ცნობისთვის, გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა აღმასრულებელ ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლითაც ირანზე „მაქსიმალური ზეწოლის“ კამპანია აღადგინა. კერძოდ, აღმასრულებელი ბრძანება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტს ავალებს ირანზე „მაქსიმალური ეკონომიკური ზეწოლა“ სანქციების სერიის მეშვეობით განახორციელოს, რომელიც ირანის ნავთობის ექსპორტის წინააღმდეგ იქნება მიმართული. „იმედია, ძალიან ხშირად არ დაგვჭირდება მისი გამოყენება“, - განაცხადა ტრამპმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)