2016-03-07 17:45:30, 638 ნახვა
საზოგადოება
საგანელიძე: არა მგონია ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს, ვისაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობის გარდა, სხვა რამე წარმოუდგენია
მგონი საზოგადოება ისედაც დააბნია ბევრმა, ვისაც თავში აზრად მოუვიდა, რომ ქალისა და მამაკაცის გარდა, ოჯახი კიდევ სხვა რამეა“, - ამის შესახებ საპარტნიორო ფონდის დირექტორმა დავით საგანელიძემ კოალიცა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა
როგორ საგანელიძემ აღნიშნა, უხერხულია კონსტიტუციაში ამ წესდების ჩაწერა.
„ ეს არის საქართველოს კონსტიტუცია და არა მგონია ერთი ადამიანი მაინც არსებობდეს, ვისაც ოჯახი ქალისა და მამაკაცის ერთობის გარდა, სხვა რამე წარმოუდგენია.“
მისივე ქმით, თუ ვინმეს აქვს სხვა მოსაზრება ამ საკითხთან დაკავშირებით, მათ კონსტიტუციაზეც სხვა წარმოდგენა ექნებათ.
„თუ იქნება არგუმენტები აღნიშნული საკითხის გასაძლიერებლად, მე ამას დავთანხმდები“, - განაცხადა საგანელიძემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან