|
2025-02-05 11:08:56, 457 ნახვა
მსოფლიო
მარკო რუბიო - აშშ მზადაა ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს
აშშ მზადაა ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს. „ღაზა „ჰამასისგან“ თავისუფალი უნდა იყოს. როგორც დღეს პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, აშშ მზადაა ეს პროცესი წარმართოს და ღაზა კვლავ მშვენიერი გახადოს. ჩვენ რეგიონში ყველასთვის ხანგრძლივი მშვიდობისკენ ვისწრაფვით“, - წერს მარკო რუბიო. ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ „აშშ ღაზას საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს“. „აშშ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს ღაზას და ჩვენ შევასრულებთ სამუშაოს. პასუხისმგებელი ვიქნებით ადგილზე არსებული ყველა საშიში აუფეთქებელი ბომბისა და სხვა იარაღის დემონტაჟზე, მოვაშორებთ დანგრეულ შენობებს. შევქმნით ეკონომიკურ განვითარებას, რომელიც უზრუნველყოფს შეუზღუდავი რაოდენობის სამუშაო ადგილებს და საცხოვრებელს ამ ტერიტორიის მოსახლეობისთვის. ჩავატარებთ ნამდვილ სამუშაოს“, - აღნიშნა ტრამპმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)