|
2025-02-05 08:47:25, 517 ნახვა
მსოფლიო
ტრამპი - აშშ საკუთარი კონტროლის ქვეშ მოაქცევს ღაზას
შეერთებული შტატები ღაზას სექტორზე კონტროლს დააწესებს და იქ სამუშაოს განახორციელებს, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კითხვაზე, რა უფლებამოსილება აქვს სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის დასაწესებლად, ტრამპმა უპასუხა, ამ საკითხს თვეების განმავლობაში ყურადღებით სწავლობდა.
მისი თქმით, წლების განმავლობაში ღაზას სექტორი სიკვდილისა და განადგურების სიმბოლოა და ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ხალხი იქ ცხოვრობს ისაა, რომ მათ ალტერნატივა არ აქვთ. ტრამპის მტკიცებით, პალესტინელი ხალხი ეგვიპტესა და იორდანიაში უნდა გადასახლდეს და რომ პალესტინელებს სხვა ქვეყნებიც მიიღებენ. აშშ-ის პრეზდენტის თქმით, „სხვა ადამიანების, ძალიან მდიდარი ქვეყნების მიერ მიწოდებული უზარმაზარი თანხა“ საშუალებას მისცემს პალესტინელებს ექვს სხვადასხვა ადგილას გადასახლდნენ. კითხვაზე, თუ ვინ იცხოვრებს საბოლოოდ ღაზაში, როდესაც მას აღადგენენ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს უნდა იყოს საერთაშორისო ადგილი. „ჩემი წარმოდგენით, იქ იცხოვრებს მსოფლიო ხალხი, მსოფლიოს ხალხი”, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა და დასძინა, რომ მოსახლეობა უნდა იყოს წარმოდგენილი მთელი მსოფლიოდან. ტრამპის თქმით, ღაზას სექტორი "ახლო აღმოსავლეთის რივიერა" გახდება.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)