|
2025-02-04 15:14:04, 500 ნახვა
სამართალი
უჩა აბაშიძეს და მის მეუღლეს პატიმრობა შეეფარდათ
საქალაქო სასამართლომ ბლოგერი და სამხედრო ექსპერტი უჩა აბაშიძე და მისი მეუღლე მარიამ იაშვილი წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნო. სასამართლოს გადაწყვეტილებით, უჩა აბაშიძეს თავისუფლების აღკვეთა ხუთი, მის მეუღლეს კი, ოთხი წლის ვადით შეეფარდათ. უჩა აბაშიძის წინააღმდეგ გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვის ბრალდებით მიმდინარეობს. ამავე მუხლს, ინტიმური შინაარსის ამსახველი კადრების უკანონო მოპოვება-შენახვას ედავება პროკურატურა მის მეუღლესაც. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ცოლ-ქმრის საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ამოღებულია ფარული ვიდეოკამერები და მეხსიერების ბარათები. გამოძიებით დგინდება, რომ უჩა აბაშიძემ და მარიამ იაშვილმა განიზრახეს სხვადასხვა პირთა პირადი ცხოვრების საიდუმლოს, კერძოდ, ინტიმური კავშირის ამსახველი მასალების უკანონოდ მოპოვება და შენახვა, ამ მიზნით კი, მარიამ იაშვილის საცხოვრებელი ბინა შენიღბული ვიდეო-აუდიო ჩამწერი მოწყობილობებით აღჭურვეს. მოწყობილობები დამონტაჟებული იყო საცხოვრებელი ბინის ოთახის სხვადასხვა კუთხეში, მათ შორის საყოფაცხოვრებო ნივთებსა და ტექნიკაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ვიდეოჩანაწერებში არიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)