|
2025-02-04 00:58:24, 886 ნახვა
მსოფლიო
აშშ ქმნის უწყებათაშორის სამუშაო ჯგუფს ანტისემიტიზმთან საბრძოლველად
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა გამოაცხადა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის შექმნა ანტისემიტიზმთან საბრძოლველად. მისი მთავარი ამოცანა იქნება სკოლებსა და უნივერსიტეტებში სიძულვილის გამოვლინებებთან ბრძოლა. შესაბამის განკარგულებას ხელი აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მოაწერა. ჯგუფში იქნებიან განათლების სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები. სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო უფლებების სამმართველო. „ანტისემიტიზმი ნებისმიერ გარემოში შეუთავსებელია ჩვენი ქვეყნის იდეალებთან“, - განაცხადა ჯგუფის ხელმძღვანელმა ლეო ტერელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ იუსტიციის დეპარტამენტი აქტიურად შეებრძოლება ამ პრობლემას. ტრამპის აღმასრულებელი ბრძანება ანტისემიტიზმთან ბრძოლის შესახებ მოიცავს არამოქალაქე კოლეჯის სტუდენტებისა და სხვათა დეპორტაციის შესაძლებლობას, რომლებიც მონაწილეობდნენ პროპალესტინის პროტესტებში. თეთრი სახლი აცხადებს, რომ ეს არის საპროტესტო აქციებში მონაწილეობის ფორმა, რომელიც შეიძლება ჩაითვალოს ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)