|
2025-01-31 12:48:59, 449 ნახვა
საზოგადოება
ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შიმშილობის ფონზე, შესაძლოა, ორგანოების ფუნქციების მოშლამ შეუქცევადი ხასიათი მიიღოს და მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა აკადემიის წევრი ექიმები ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ შესაძლოა, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდეს. როგორც მათ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადეს, მზია ამაღლობელს თან აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რაც შიმშილობასთან შეუსაბამოა. „მას აქვს რამდენიმე ქრონიკული დაავადება, რომელიც შიმშილობასთან შეუსაბამოა და ამ პროცესთან შეუთავსებელია. გვინდა გავაფრთხილოთ ხელისუფლება, რომ შეიძლება ამ კონკრეტულ შემთხვევაში მივიღოთ მდგომარეობის გაუარესება, ვიდრე ჯანმრთელი ადამიანის შიმშილობის დროს ხდება“, - განაცხადა ექიმმა მანანა ჯებაშვილმა. ამასთან, „კლინიკების ასოციაციის“ დამფუძნებლის ვილი პაჭკორიას განცხადებით, შიმშილობას თან ერთვის მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა. „შიმშილობა არის ინდივიდუალური. დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ქრონიკული, თანმხლები დაავადებები აქვს ადამიანს, მაგრამ დროთა განმავლობაში შესაძლებელია პროცესები გართულდეს, განვითარდეს იშემიური მოვლენები, რასაც თან დაერთვება პოლიორგანული უკმარისობა. მრავალი ორგანოს ფუნქციის მოშლა, მითუმეტეს თუკი ორგანული ცვლილებები წავიდა, რასაკვირველია, პროცესები შეუქცევად ხასიათს მიიღებს“, - განაცხადა პაჭკორიამ. კიდევ ერთი ექიმის, პროფესორ გიორგი ჩახუნაშვილის განცხადებით, უნდა დადგინდეს, აქვს თუ არა მზია ამაღლობელს თავბრუსხვევები, რამდენი დაიკლო წონაში და ა.შ. „ვიცით, რომ საკვებს არ იღებს, მაგრამ იღებს თუ არა დანამატებს. თუ არ იღებს, ეს უკვე სხვა კატეგორიაში გადადის. მაშინ რა სითხეს იღებს, რა რაოდენობით. უმნიშვნელოვანესია პირველი შეკითხვა, რომელიც უნდა ვიცოდეთ, რამდენი დაიკლო წონაში და რამდენია მისი წონა. თავბრუსხვევები დაეწყო თუ არა, ყლაპვა, პულსაცია როგორია და ა.შ. 2 კვირის მერე, ეს ყველაფერი ძლიერდება“, - განაცხადა გიორგი ჩახუნაშვილმა. ცნობისთვის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი, მზია ამაღლობელი 20 დღეა შიმშილობს
ტრამპმა ირანთან მოლაპარაკებების დასრულებისა და ქვეყნის „დახრჩობის“ ბრძანება გასცა
უკრაინულმა დრონებმა წელს მეორედ შეუტიეს რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ასაფეთქებელი ნივთიერებების ქარხანას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)