|
2025-01-29 17:42:35, 1035 ნახვა
ომი უკრაინაში
მედვედევი ზელენსკიზე - გზააბნეული პერსონაჟია, რომელიც კიდევ გააგრძელებს პათოლოგიურად ტყუილს
გუშინ რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ამჟამინდელი მომენტისა და ე.წ. უკრაინის ხელისუფლების უფლებამოსილების ამომწურავი დახასიათება წარმოადგინა. მოლაპარაკებები შესაძლებელია, მაგრამ აშკარაა, რომ რუსეთი მათთვის საკმაოდ განსაზღვრული პირობების შემთხვევაში არის მზად. დარეხვილი კიეველი ჯამბაზი უბრალოდ არალეგიტიმური გახდა - ამის შესახებ თქვა რუსეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ, დმიტრი მედვედევმა რუსულ სამთავრობო მედიასთან, РИА Новости-სთან რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების შესაძლებლობაზე საუბრისას. ,,მან კენჭისყრით ხელახლა არჩევაც შეიძლება სცადოს, მაგრამ ეს მისთვის უკიდურესად სახიფათოა: ის ან ვინმე (ვალერი) ზალუჟნისთან წააგებს, ან მის სუსტ, ბრძოლაში მყოფ ფიგურას ანგლო-საქსონი გროსმაისტერები უბრალოდ საჭადრაკო დაფიდან აიღებენ. ესე იგი, ეს გზააბნეული პერსონაჟი გაქონილ მწვანე მაისურში კიდევ გააგრძელებს პათოლოგიურად ტყუილს, მოლაპარაკებების დაწყების სხვადასხვანაირად გაწელვასა და 18 წლისების ომში გაგზავნას" - განაცხადა დმიტრი მედვედევმა მანამდე, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თქვა, რომ უკრაინასთან მოლაპარაკებებისთვის "ხალხის გამოყოფა" შეუძლია.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)