|
2025-01-29 17:27:17, 577 ნახვა
მსოფლიო
ოლაფ შოლცი - ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა
ილონ მასკი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა. „ახალი ის არის, რომ ის [ილონ მასკი] მთელი ევროპის საქმეებში მემარჯვენე პოლიტიკოსების სასარგებლოდ ერევა. ეს ნამდვილად ამაზრზენია და ევროკავშირში დემოკრატიის განვითარებისთვის კარგი არ არის“, - განაცხადა ოლაფ შოლცმა. ოლაფ შოლცი ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ღონისძიებაზე ილონ მასკის სიტყვით გამოსვლასაც გამოეხმაურა, სადაც მასკმა განაცხადა, რომ გერმანელებმა თავიანთი კულტურით უნდა იამაყონ. „აბსოლუტურად კრიტიკულად ვარ განწყობილი იმის მიმართ, რაც ილონ მასკმა გერმანიის ისტორიის შესახებ თქვა. ნაცისტებისგან გათავისუფლებისთვის გერმანია აშშ-ს მადლიერია და სწორედ ამიტომ ვარ ასე გაბრაზებული ილონ მასკის მიერ ულტრამემარჯვენეების სასარგებლოდ ჩარევის გამო. წარსულის დანაშაულებზე დიდი აქცენტი კეთდება და ეს წარსულში უნდა დავტოვოთ. გერმანული კულტურით, გერმანული ღირებულებებით სიამაყე ჩვეულებრივი რამ არის და არ დაკარგოთ ეს რაიმე სახის მულტიკულტურალიზში, რომელიც ყველაფერს ასუსტებს“, - განაცხადა ილონ მასკმა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)