|
2025-01-29 17:27:51, 450 ნახვა
მსოფლიო
სამხრეთ სუდანში ავიაკატასტროფას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
სამხრეთ სუდანში ნავთობის საბადო იუნიტიდან გაფრენისას ავარია განიცადა სამგზავრო თვითმფრინავმა. მასში 21 ადამიანი იმყოფებოდა, 18 მათგანი დაიღუპა. ამის შესახებ Reuters იტყობინება რადიო Miraya-ზე დაყრდნობით, რომელიც სამხრეთ სუდანში გაერთიანებულ ერების ორგანიზაციის მისიის მიერ იმართება. Miraya-ს ცნობით, დაღუპულთა შორის არიან მფრინავი და მეორე მფრინავი. ავარიის დეტალებს არ იტყობინებიან. როგორც Reuters-ი წერს, ინფორმაციის მინისტრმა მაიკლ მაკუეიმ არ უპასუხა თხოვნას, კომენტარი გაეკეთებინა ვითარების შესახებ. უკანასკნელ წლებში სამხრეთ სუდანში რამდენიმე ავიაკატასტროფა მოხდა. 2018 წლის სექტემბერში მინიმუმ 19 ადამიანი დაიღუპა მცირე ზომის თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. ის ჯუბიდან ქალაქ იიროლში მიემართებოდა. 2015 წლის ნოემბერში 41 ადამიანი დაიღუპა, როცა რუსულმა თვითმფრინავმა ან-12-მა, რომელშიც მგზავრები იმყოფებოდნენ, ჯუბიდან აფრენის შემდეგ ცოტა ხანში ავარია განიცადა ასაფრენი ბილიკიდან 800 მეტრში.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)