|
2025-01-29 15:43:11, 448 ნახვა
მსოფლიო
პესკოვი - საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს
საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით მხარდაჭერისთვის სერბეთს მოსკოვისთვის არ მოუმართავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა. „არა, სერბეთის ხელისუფლებას არ მოუმართავს. სერბეთის ხელმძღვანელობას შეუძლია ყველა პრობლემას დამოუკიდებლად გაუმკლავდეს“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, რუსეთი სერბეთთან მეგობრობას აფასებს. „სერბეთი ჩვენთვის ძვირფასი ქვეყანაა. ჩვენ საერთო ისტორიული ფესვები გვაკავშირებს, ჩვენს მეგობრობას ვაფასებთ და ურთიერთობას გავაგრძელებთ. ჩვენს სერბ ძმებს პრობლემების სწრაფად მოგვარებას ვუსურვებთ, რათა მშვიდ განვითარებას დაუბრუნდნენ“, - აღნიშნა პესკოვმა. ცნობისთვის, სერბეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე პრემიერ-მინისტრმა, მილოშ ვუჩევიჩმა გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო. სამთავრობო კორუფციის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების ტალღა, რომელსაც სტუდენტები ხელმძღვანელობენ, მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული წლის ნოემბერში ქალაქ ნოვი სადში რკინიგზის სადგურის სახურავი ჩამოინგრა, რასაც 15 ადამიანი ემსხვერპლა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ნგრევა კორუფციამ და არასათანადოდ შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია. მომხდარის გამო ბრალი წაუყენეს ცამეტ ადამიანს, მათ შორის სერბეთის ტრანსპორტის ყოფილ მინისტრს გორან ვესიჩს, რომელიც რკინიგზის სადგურის სახურავის ჩამონგრევიდან რამდენიმე დღეში გადადგა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)