|
2025-01-29 10:54:40, 434 ნახვა
მსოფლიო
სახელწიფო დეპარტამენტი - მივესალმებით რუსეთის წინააღმდეგ EU-ს სანქციების გახანგრძლივებას
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, კაია კალასს ტელეფონით ესაუბრა. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების მიხედვით, რუბიომ კალასთან საუბრისას ხაზი გაუსვა ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების გაძლიერების საჭიროებას და ევროპულ სახელმწიფოებს თავდაცვის ხარჯების ზრდისკენ მოუწოდა. საუბარი შეეხო როგორც ჩინეთისგან, ასევე რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებს და ოფიციალური განცხადების მიხედვით, მარკო რუბიო მიესალმება ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გახანგრძლივებას. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები რამდენიმე დღის წინ, კიდევ 6 თვით გაახანგრძლივა. თავდაპირველად, სანქციების გაგრძელებას უნგრეთი ეწინააღმდეგებოდა, თუმცა საბოლოოდ ისიც დათანხმდა და ამის მიზეზად "ევროკავშირისგან მიღებული ენერგოუსაფრთხოების გარანტიები" დაასახელა.
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი "თეგეტა მოტორსთან" ერთად
საქართველოს ბანკმა Global Finance-ის საუკეთესო ციფრული ბანკების დაჯილდოებაზე 33 ჯილდო მიიღო
დაიწყე მზადება 2026 წლის საგანმანათლებლო პროგრამებისთვის და აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი შესაძლებლობები
მოსკოვის შემდეგ, სანქტ-პეტერბურგმაც დააწესა შეზღუდვები ბენზინის გაყიდვაზე
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)